16:58 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-07 13:45:01, 2913 ნახვა

მსოფლიო Lifestyle
სააკაშვილი: ლორთქიფანიძე იყო ოდესის პოლიციის პირველი უფროსი, რომელიც ქრთამს არ იღებდა

ოდესის ოლქის გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ადგილობრივი პოლიციის უფროსი გია ლორთქიფანიძე ოდესის ისტორიაში იყო ერთადერთი უფროსი, რომელიც ქრთამს არ იღებდა, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი Facebook-ის საკუტარ გვერდზე წერს,

სააკაშვილის თქმით, ლორთქიფანიძეს ჯერ ფუნქციების უმეტესობა ჩამოართვეს, შემდეგ კი მისი დევნა დაიწყო. 

„ეს იყო პოლიციის პირველი უფროსი ოდესის ისტორიის ძალიან ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, რომელიც ქრთამს არ იღებდა. რა თქმა უნდა, გაცილებით მეტის გაკეთება შეიძლებოდა, მაგრამ მადლობა იმისთვის, რომ მშვიდობა შეუნარჩუნეთ ოლქს, ოდესა ნორმალურ და მშვიდ ცხოვრებას დაუბრუნეთ და იმისთვის, რომ სრულიად ძირგამომპალ სისტემაში სუფთა დარჩი და ღირსება შეინარჩუნე. ახლა კორუფციონერებს და ყველა ჯიშის ნაძირლებს შეუძლიათ, გამარჯვება იზეიმონ. მაგრამ მათ ვარწმუნებ, რომ ეს დიდხანს არ გაგრძელდება“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ოდესის ოლქის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს უფროსი გია ლორთქიფანიძე  თანამდებობიდან გადადგა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics