|
2016-11-03 10:40:28, 1820 ნახვა
ეკონომიკა კომენტარი
ხადური ლარის კურსზე: ცუდი მოლოდინების საფუძველი არ არსებობს
ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის განცხადებით, უახლოეს მომავალში ლარის კურსის დასტაბილურებას ელოდება. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მაკროეკონომიკური პარამეტრები გაუმჯობესებულია. „დარწმუნებით მინდა ვთქვა, რომ მაკროეკონომიკური პარამეტრები გაუმჯობესებულია.მათ შორის გაუმჯობესებულია ჩამორიცხვები, რომელიც მანამდე შემცირებული იყო. იმპორტს აქვს შემცირების ტენდენცია, რაც ასევე მნიშვნელოვანია. მთავრობის ანგარიშებზე იქნება დადებითი ცვლილებები დოლარის თვალსაზრისით. დეკემბერში, ნოემბრის ბოლოს ჩამოირიცხება აზიის განვითარების ბანკიდან თანხები. ასე რომ, ვფიქრობ, ეს დროებითია და უახლოეს მომავალში უნდა ველოდოთ კურსის გამყარებას და აუცილებლად გამყარდება კურსი. სამწუხაროდ, ჩვენი ოპონენტები ყველანაირად ცდილობენ, რომ შექმნან ცუდი მოლოდინები, თუმცა მინდა გითრათ, რომ ცუდი მოლოდინების არანაირი საფუძველი არ არსებობს მაკროეკონომიკურად და ეს ყველაფერი არაერთხელ გაჟღერებულა როგორც ეროვნული ბანკის, ისე ჩვენი მხრიდან. ამიტომ, მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო მოსახლეობას, რომ არ იზარალონ.ლარის მიმართ ნდობა უნდა გაიზარდოს. ლარი უნდა იყოს ძირითადი ვალუტა, მათ შორის იმ მიმართულებით, რომელშიც დღეს ასე არ არის“,-აღნიშნა ნოდარ ხადურმა. კითხვაზე- დამაიმედებელი განცხადებების მიუხედავად, ლარის კურსი კვლავ უფასურდება და რითაა ეს გამოწვეული, ხადურმა ასე უპასხუა: „ჩვენი ბაზრის კონიუქტურა საკმაოდ საინტერესოა. ის ერთჯერადი ტრანზაქციები, რომლებიც ხორციელდება ხოლმე სამწუხაროდ ახდენს ზეგავლენას და შემდეგ ამას აქვს გამოძახილი. ესაა და ეს“,-განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)