|
2016-10-22 11:40:22, 1329 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ბოკერია: რომ არა დაშინების ფაქტები, ყიზილაჯლოში იმამკულიევი გაიმარჯვებდა
„რომ არა დაშინების ფაქტები, მარნეულში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი იმამკულიევი გამარჯვებული იქნებოდა“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ სოფელ ყიზილაჯლოში ჟურნალისტებს განუცხადა. ბოკერიას თქმით, მთავარი პრობლემა, რაც მთელ საქართველოში, განსაკუთრებით კი, ყიზილაჯლოში იყო, არის დაშინებისა და მუქარის გზავნილები. „ამ სოფელში სპეცოპერაცია ჩაატარა სპეცრაზმმა, აიყვანეს 6 ახალგაზრდა. მოსამართლემ არც კი ჩათვალა საჭიროდ, ენახა მტკიცებულებები და ჩანაწერები, მართლა იღებდნენ ისინი ძალადობაში მონაწილეობას თუ არა. თავისთავად ეს ინციდენტი მოყვა გაყალბების მცდელობას. მთავარი პრობლემა არის ის, რაც ხდებოდა და გუშინდელი ღამის ჩათვლით რა გზავნილსაც იღებდნენ ამომრჩევლები - თუ აქ მოიგებს „ნაციონალური მოძრაობა“, დაკავებული ახალგაზრდების ბედი იქნება მძიმე. ეს არის კლასიკური მეთოდი ამ რეჟიმის. ჩვენ ვართ აქ იმისთვის, რომ დღეს მაინც ყველაფერი გავაკეთოთ, რათა მშვიდობიანად ჩაიაროს პროცესმა, ამომრჩევლებს ჰქონდეთ განცდა, რომ აქ დღეს მაინც შეუძლიათ, მოვიდნენ, საკუთარი პოზიციები დააფიქსირონ. ეს დაშინება რომ არა, აქ არჩევნები დამთავრებული იქნებოდა და ჩვენი კანდიდატი იმამკულიევი უკვე გამარჯვებული იქნებოდა“,-აღნიშნა გიგა ბოკერიამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)