|
2016-10-20 18:48:54, 1449 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ჟორჟოლიანი: ზაზა თავაძე სამართლიანი და ეფექტური საკონსტიტუციო სასამართლოს ჩამოყალიბებას უზრუნველყოფს
„დარწმუნებული ვარ, რომ ზაზა თავაძე საზოგადოებისთვის სამართლიანი და ეფექტური საკონსტიტუციო სასამართლოს ჩამოყალიბებას უზრუნველყოფს“, - ასე შეაფასა „ექსპრესნიუსთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ წევრმა გია ჟორჟოლიანმა საკონსტიტუციო სასამართლოს ახლადდანიშნული თავმჯდომარის ზაზა თავაძის კანდიდატურა. ჟორჟოლიანმა იმედი გამოთქვა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ხარვეზები აღმოიფხვრება. „მოგეხსენებათ, ჩვენი ძალიან მყარი პოზიციაა, რომ სასამართლო სრულად იყოს დამოუკიდებელი და სასამართლოს ხელში ეს პროცესი დამოუკიდებლად განხორციელდა. ეს იყო სრულიად დამოუკიდებელ პირობებში საკონსტიტუციო მოსამართლეთა მიერ მიღებული გადაწყვეტილება. რაც შეეხება კანდიდატურას, იმედს გამოვთქვამ, რომ ის ხარვეზები, რომლებიც ნამდვილად ჰქონდა ძველი თავმჯდომარის დროს საკონსტიტუციო სასამართლოს და რბილად, რომ ვთქვათ პოლიტიზირებული მიდგომები აღმოფხვრილი იქნება და ეჭვი არ მეპარება, რომ ბატონი ზაზა უზრუნველყოფს საზოგადოებისთვის სრულად მისაღები სამართლიანი, ეფექტური საკონსტიტუციო სასამართლოს ჩამოყალიბებას და ფუნქციონირებას“,-განაცხადა გია ჟორჟოლიანმა. სასამართლოს პლენუმის შემადგენლობამ, რომელიც ამ ეტაპზე 8 მოსამართლით არის დაკომპლექტებული, არჩევანი ზაზა თავაძის კანდიდატურაზე შეაჩერა. თავაძეს 5-მა მოსამართლემ დაუჭირა მხარი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)