|
2016-10-20 14:24:44, 1744 ნახვა
ეკონომიკა რეგიონი
დიმიტრი ქუმსიშვილი კახეთში ადგილობრივ მეწარმეებს შეხვდა
საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა კახეთში ადგილობრივ მეწარმეებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრა ლაგოდეხში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გურამ მაჭარაშვილის ინიციატივით ჩატარდა და მას ლაგოდეხელი და ყვარლელი მეწარმეები დაესწრნენ. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო კახეთის რეგიონში მეწარმეობის განვითარების კუთხით მიმდინარე სახელმწიფო პროგრამებს. დიმიტრი ქუმსიშვილმა კახელ მეწარმეებს გააცნო ამ სფეროში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები, ასევე საუბარი შეეხო საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობას. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, დიმიტრი ქუმსიშვილმა კახელი მეწარმეების შეკითხვებს უპასუხა. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მთავრობამ ხელი უნდა შეუწყოს ბიზნესის განვითარებას. აქცენტი გაკეთდა, რომ იზრდება იმ ბაზრების მოცულობა, სადაც ქართველ მწარმოებლებს შეღავათიანი პირობებით შეუძლიათ პროდუქციის ექსპორტი. მათ შორის, პირველმა ვიცე-პრემიერმა დაასახელა ჩინეთთან წარმატებით დასრულებული მოლაპარაკება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ, ასევე ისაუბრა მსოფლიო ბანკის კვლევაზე სიღარიბის მდგომარეობის შესახებ, რომლის თანახამადაც საქართველოში ბოლო წლებში სიღარიბის მაჩვენებლები მცირდება. როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა, ასეთი შეხვედრების ჩატარება ძალიან მნიშვნელოვანია, მან ხაზი გაუსვა, რომ სახელმწიფო პროგრამებს რეგიონში არაერთი ბენეფიციარი ჰყავს. ამასთან, პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, სახელმწიფო პროგრამები ყველასთვის ხელმისაწვდომია და, რა თქმა უნდა, ყველამ უნდა ისარგებლოს იმ სიკეთით, რომელსაც სახელმწიფო მეწარმეებს სთავაზობს. „შესაბამისად, ჩვენი დღეს ამოცანაა, რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ მოსახლეობას - თუ რისი გაკეთებაა შესაძლებელი სახელმწიფოსთან ერთად, რა პროგრამებით შეიძლება სარგებლობა და რა პერსპექტივები გვაქვს მომავალში და როგორ უნდა განვითარდეს. მინდა აღვნიშნო, რომ კახეთში რთველი პრაქტიკულად უკვე დასრულებულია, როგორც გუშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, მან ძალიან წარმატებულად ჩაიარა. ასევე ვიტყვი, რომ ეს იყო უპრეცედენტო რთველი, როდესაც წინასაარჩევნო პერიოდში ჩვენ პრაქტიკულად არცერთი ინციდენტი არ გვქონია, რაც ერთმნიშვნელოვნად მეტყველებს იმაზე, რომ თავიდან ბოლომდე მოწესრიგებულია მთელი პროცესი თავად რთველის და, რა თქმა უნდა, ეს მეტყველებს იმაზე, რომ კახეთის მოსახლეობა კმაყოფილია“, - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)