20:53 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-18 12:28:18, 779 ნახვა

საზოგადოება
ამაღამ რიკოთის გვირაბში მოძრაობა შეიზღუდება

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის143-ე კილომეტრში მდებარე რიკოთის საუღელტეხილო გვირაბში გადაუდებელი პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო,  19 მარტს ღამის 01:00 საათიდან დილის 07:00 საათამდე გვირაბში ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება.
ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა რიკოთის საავტომობილო გვირაბის შემოვლითი გზით განხორციელდება.
დროის ამ პერიოდში რიკოთის გვირაბის შემოსავლელ გზაზე 2 სხვადასხვა ადგილას უზრუნველყოფილი იქნება საბუქსირე  მექანიზმების მორიგეობა. კლიმატური პირობების გაუარესების შემთხვევაში ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გვირაბის გავლით.
„რიკოთის საავტომობილო გვირაბში მოძრაობის ჩაკეტვა და საავტომობილო გვირაბის შემოსავლელ გზაზე სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობის გადართვა განხორცილდება  თანდართული დროებითი მოძრაობის ორგანიზაციის სქემების შესაბამისად“, – აცხადებენ საავტომობილო  გზების დეპარტამენტში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics