|
2016-10-19 11:32:44, 1133 ნახვა
კომენტარი
ლევან დავითაშვილი: არც ერთ მევენახეს წელს ყურძნის ჩაბარების პრობლემა არ ჰქონია
სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი 2016 წლის რთველის მიმდინარეობას წარმატებულად აფასებს. დავითაშვილის თქმით, რთველის მიმდინარეობისას არანაირი ექსცესი, შეფეხრება, ან პრობლემა არ ყოფილა: „რთველი ფაქტობრივად მთელ საქართველოში დასრულდა. რთველის მიმდინარეობა ჩვენ შეგვიძლია შევაფასოთ საკმაოდ წარმატებულად, იმიტომ, რომ რთველის მიმდინარეობისას არ ყოფილა არანაირი ექსცესი, შეფეხრება, ან პრობლემა, მოსავლის აღების პროცესი ზოგადად ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა კულტურებში მიმდინარეობს ასევე წარმატებით და ორგანიზებულად. ამის საფუძველი ის არის, რომ ბოლო წლებში მოსავლის დაბინავების კუთხით ღირებულებათა ჯაჭვში იმ ელემენტების გაძლიერება ხდება, რომელიც მოსავლის დაბინავების პრობლემებს ერთხელ და სამუდამოდ ქვეყანაში მოაგვარებს, აქ საუბარია საწარმოო სიმძლავრეების მნიშვნელოვან ზრდაზე, იმ დამატებით წახალისების მექანიზმებზე, რომელიც სახელმწიფომ ბოლო 4 წლის განმავლობაში შექმნა და რამაც ნამდვილად წაახალისა და გაზარდა ქვეყანაში თანამედროვე ტექნოლოგიების მქონე საწარმოების შესაძლებლობები. აქედან გამომდინარე რთველი ისე ჩატარდა, რომ არც ერთ მევენახეს არ ჰქონია არც ერთი კილოგრამი ყურძნის ჩაბარების პრობლემა. ბოლო 4 წლის განმავლობაში ჩვენ არ გვქონია სადმე, როდესმე ყურძნის ჩაბარებასთან დაკავშირებით შეფერხებები”,-განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)