22:13 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-17 16:16:44, 456 ნახვა

პოლიტიკა
იტალიასთან ორმხრივი თანამშრომლობის გეგმა გაფორმდა

იტალიისა და საქართველოს თავდაცვის უწყებებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმას მოეწერა ხელი.

ამ მიზნით, დღეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს იტალიის თავდაცვის ატაშე, საზღვაო კაპიტანი დანიელე სივიკო და მისი მოადგილე სტეფანო კრეშენცი ესტუმრნენ.

იტალიელი სტუმრები თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობათა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა მიიღეს.

უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და ყურადღება სამხედრო განათლების კუთხით გამოცდილების გაზიარებაზე გაამახვილეს. საუბარი შეეხო საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესს.

კაპიტანმა დანიელე სივიკომ, იტალიის სახელით, უელსის სამიტზე მინიჭებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესში მხარდაჭერა აღუთქვა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics