19:52 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-12 14:45:12, 1016 ნახვა

პოლიტიკა რეგიონი
ბათუმის 79-ე ოლქში, სადაც შედეგების ხელახალი გადათვლა მიმდინარეობს, ხმაური იყო

ბათუმის 79-ე ოლქში, სადაც 58-ე უბნის შედეგების ხელახალი გადათვლა მიმდინარეობს, ხმაური იყო.

"ნაციონალური მოძრაობისა" და „სამართლიანი არჩევნების“ მოთხოვნით, გადათვლის შედეგად დისბალანსი უნდა დაზუსტდეს, რომელიც ამ უბნის შემაჯამებელ ოქმებში დაფიქსირდა.

უბნის თავმჯდომარის, რუსუდან რამიშვილის განცხადებით, გადათვლის პროცესში, "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ხმების დათვლაში ხელს უშლიდნენ, რის შედეგადაც დოკუმენტში ცდომილებაა.

მისი მტკიცებით, პარტიის დამკვირვებლები ავიწროებდნენ და სიტუაციას ხელოვნურად ძაბავდნენ.

ამ განცხადებას ხმაური მოყვა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების მხრიდან, ისინი ამტკიცებენ, რომ უბანზე ხმები გაყალბებულია და უბნის თავმჯდომარის ბრალდებები სასაცილო.

"სირცხვილია, რობოტებივით იქცევით", - განაცხადა კახა ჯაიანმა, რომელიც უბნის თავმჯდომარემ დაადანაშაულა ხელის შეშლასა და მუქარაში.

მცირე არეულობის შემდეგ, უბნის გადათვლის პროცესი გაგრძელდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics