|
2016-10-08 10:57:30, 1820 ნახვა
სამართალი კომენტარი
იზორია: თარგამაძის ავტომობილის აფეთქებაში ბრალდებული პირის დაკავებისთვის ინტენსიური ღონისძიებები მიმდინარეობს
„გივი თარგამაძის ავტომობილის აფეთქებაში ბრალდებული პირის დაკავებისთვის ინტენსიური ღონისძიებები მიმდინარეობს“,- ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ განაცხადა. როგორც იზორიამ აღნიშნა, საზოგადოება ახლო მომავალში უფრო მეტ ინფორმაციას მიიღებს. „ბოლო დღეების განმავლობაში, სამართალდამცავი ორგანოები ინტენსიურად მუშაობდნენ. თქვენ იხილეთ კონკრეტული მტკიცებულებები, რომელიც ცხადყოფს კონკრეტული პიროვნების ბრალეულობას და სავარაუდოდ, სწორედ ის არის მონაწილე ამ დანაშაულში და ბუნებრივია გამოძიება გაგრძელდება. ახლა მიმდინარეობს ინტენსიური ღონისძიებები მისი დაკავებისთვის, მიმდინარეობს ასევე, ძებნის ოპერაცია, ასე რომ საზოგადოება უფრო მეტ ინფორმაციას მიიღებს ახლო მომავალში", -აღნიშნა იზორიამ. ცნობისთვის, 4 ოქტომბერს „პირიმზესთან“ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის გივი თარგამაძის მანქანა აფეთქდა, რის შედეგადაც ოთხი პირი დაშავდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)