|
2016-09-28 13:25:13, 1187 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
აგულაშვილი: პოლიტიკოსი, რომელიც ცდილობს, ხელისუფლება უკანონო გზით ჩაიგდოს ხელში, პოლიტიკიდან უნდა მოიკვეთოს
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრ გიგლა აგულაშვილს სავარაუდოდ მიხეილ სააკაშვილისა და "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებს შორის საუბრის ჩანაწერის ავთენტურობაში ეჭვი არ ეპარება. როგორც აგულაშვილმა თემის კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა, თუ 2003 წლიდან დღემდე განვითარებულ მოვლენებს გაითვალისწინებს, ვის ახასიათებდა და ახასიათებს პროვოკაციები, ფიქრობს, რომ ეს მოვლენათა ლოგიკური ჯაჭვის ნაწილია: "წმინდა სამართლებრივად თუ შევაფასებთ ამ საკითხს, ბუნებრივია, საგამოძიებო ორგანოები და სასამართლო შეაფასებს და ირწმუნებს, ან არ ირწმუნებს იმ მტკიცებულებებს, რომელიც წარდგენილი უნდა იყოს როგორც წესი სასამართლოში. მაგრამ მე, როგორც ერთ რიგით მოქალაქეს, კითხვის ნიშნები არ მაქვს. ჩემთვის ცალსახა და ერთმნიშვნელოვანია, რომ ყველა ადამიანი, ყველა პოლიტიკური ჯგუფი, ინდივიდი პოლიტიკოსი, რომელიც ცდილობს, რომ ხელისუფლება უკანონო გზით ჩაიგდოს ხელში, ხელი შეუშალოს ქვეყნის სტაბილური განვითარების, დემოკრატიულად განვითარების გზას, უნდა მოიკვეთოს ქართული პოლიტიკიდან კანონის მთელი სიმკაცრით. პირადად ჩემთვის, კითხვის ნიშნებს არ ბადებს, თუ გავითვალისწინებთ 2003 წლიდან დღემდე განვითარებულ მოვლენებს, ვის ახასიათებდა და ახასიათებს პროვოკაციები, ჩემთვის ეს არის მოვლენათა ლოგიკური ჯაჭვის ნაწილი",-აღნიშნა აგულაშვილმა. ცნობისთვის, სოციალურ ქსელ Youtube-ში მორიგი სატელეფონო საუბრის ჩანაწერი გავრცელდა. ჩანაწერში სავარაუდოდ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების სატელეფონო საუბარია ასახული, რომლებიც რევოლუციურ სცენარზე საუბრობენ. ჩანაწერის ავთენტურობა ჯერ-ჯერობით დადასტურებული არ არის. მედიით გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტში გამოძიება საქართველოს სსკ-ის 315-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს შეთქმულებას სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად.
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)