03:06 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-26 21:24:51, 2312 ნახვა

მსოფლიო
LIBE-ს კომიტეტმა უკრაინის ვიზალიბერალიზაციას მხარი დაუჭირა

ევროპარლამენტის მართლმსაჯულების, შინაგან საქმეთა და სამოქალაქო თავისუფლების კომიტეტმა (LIBE) უკრაინის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხს მხარი დაუჭირა. 

უკრაინის ვიზალიბერალიზაციას კომიტეტის 38-მა წევრმა მისცა ხმა, წინააღმდეგი კი ხუთი იყო.

კომიტეტის წევრთა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ევროპარლამენტსა და ევროკავშირის საბჭოს შორის უკრაინისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხზე მოლაპარაკებების დაწყებას.

ცნობისთვის, ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებების, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეთა კომიტეტმა (LIBE) საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკანონმდებლო ინიციატივას მხარი 5 სექტემბერს დაუჭირა. საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას კომიტეტის 44 წევრმა მისცა ხმა, წინააღმდეგი ხუთი იყო.

არსებული პროცედურის  თანახმად, კომიტეტში კენჭისყრის შემდეგ, საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭების საკითხი, გაეკვეული დისკუსიების გავლით, ევროპარლამენტში პლენარულ სხდომაზე გადაინაცვლებს.

დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, ევროკავშირის რეგულაციაში #539/2001 შეტანილ იქნება ცვლილება და საქართველოს  მოქალაქეებისთვის შენგენის ქვეყნებში (+ შენგენის 4 კანდიდატი ქვეყანა: რუმინეთი, ბულგარეთი, ხორვატია, კვიპროსი) უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ამოქმედდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics