02:54 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-22 22:01:30, 1937 ნახვა

მსოფლიო
ფინანსური სამყაროს ყველაზე გავლენიან ადამიანად დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერი დასახელდა

დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი ფინანსურის სამყაროს ყველაზე გავლენიან ადამიანად დასახელდა. სააგენტო  "ბლუმბერგმა" მეორე ადგილი აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატ დონალდ ტრამპს არგო, ხოლო მესამე ადგილს ტრამპის კონკურენტი ჰილარი კლინტონი იკავებს.

სააგენტოს ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ტერეზა მეიზე დიდ წილად ლონდონის სიტის ფონანსური ცენტრის ბედია დამოკიდებული.

ამავე სიაში მეოთხეა ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი. რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს “ბლუმბერგის” რეიტინგში 30-ე ადგილი ერგო. სააგენტოში აღნიშნავენ, რომ რუსეთი ხდება სულ უფრო იზოლირებული, ამერიკელი და ევროპელი ინვესტორები ქვეყანაში ფულს თითქმის აღარ აბანდებენ.

სიაში ასევე მოხვდნენ ცნობილი ბიზნესმენები და ინვესტორები, როგორებიც არიან Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი, ინვესტორი უორენ ბაფეტი, Tesla-ს და Space X-ის დამფუძნებელი ილონ მასკი, JP Morgan-ის გენერალური დირექტორი ჯეიმს დაიმონი.

ამას გარდა, რეიტინგში  დასახელებულები არიან რამდენიმე ქვეყნის ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელები, მათ შორის ევროპის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი მარიო დრაგი, აშშ-ის ფინანსური სარეზერვო სისტემის ხელმძღვანელი ჯანეტ იელენი და ჩინეთის სახალხო ბანკის თავმჯდომარე ჩჟოუ სიაოჩუანი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics