20:36 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-13 10:31:26, 513 ნახვა

საზოგადოება
დავით ბაქრაძემ სემინარი

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ სემინარი - "მასწავლებელი - მეგზური ევროპისკენ" გახსნა.

როგორც "ექსპრესნიუსს" ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრიდან აცნობეს, სემინარის მონაწილეებს, ასევე, სიტყვით მიმართავენ განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილე ბორის იაროშევიჩი და ლატვიის ელჩი საქართველოში ელიტა გაველე.

ცენტრის ინფორმაციით, ორდღიანი სემინარის ფარგლებში მასწავლებლებს საშუალება მიეცემათ მოისმინონ მოხსენებები საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ძირითადი პრიორიტეტების, ადამიანის უფლებების, ეკოლოგიის, რელიგიისა და ევროკავშირის ქვეყნებში არსებული განათლების სისტემის შესახებ. ასევე, გაიმართება მასწავლებლების მიერ განხორციელებული 10 საუკეთესო პროექტის პრეზენტაცია და კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოვების ცერემონია. 

სემინარში მონაწილეობისთვის მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა კონკურსი თებერვალში გამოაცხადა, რომლის შედეგადაც თბილისიდან და რეგიონებიდან გეოგრაფიის, ისტორიისა და სამოქალაქო განათლების 100 პედაგოგი შეირჩა. სემინარის მიზანი მასწავლებლების ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესის შესახებ ინფორმირება და ამ პროცესში მათი აქტიურად ჩართვაა.

პროექტი "მასწავლებელი - მეგზური ევროპისკენ" უკვე მეორედ ტარდება. სემინარი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებითა და საქართველოში ფრიდრიხ ებერტის ფონდის წარმომადგენლობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics