02:55 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-19 10:30:13, 2053 ნახვა

მსოფლიო
რუსეთის საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია ლიდერობს

რუსეთის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგებით, მმართველი პარტია "ედინაია რასია" ხმების უმრავლესობას აგროვებს, - ამის შესახებ ინფორმაციას "რია-ნოვოსტი" ავრცელებს. 

რუსეთის ცესკო-ს ინფორმაციით, ამ დროისთვის დათვლილია ბიულეტენების 90 პროცენტი, რის შედაგადაც, მმართველ პარტიას ხმების 54,21 პროცენტი აქვს მიღებული. მეორე ადგილს რუსეთის კომუნისტური პარტია იკავებს ხმების 13,53 პროცენტით, მას ლიბერალ-დემოკრატიული პარტია მოჰყვება, რომელსაც ამომრჩეველთა 13,28 პროცენტი უჭერს მხარს.

“სპრავედლივაია რასიას” ხმების 6, 19 პროცენტი აქვს. 

რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, ვერცერთი არასაპარლამენტო პარტია ხუთპროცენტიანი ბარიერს ვერ ლახავს და მეექვსე მოწვევის პარლამენტში ვერ ხვდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics