18:58 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-07 14:02:42, 1296 ნახვა

კომენტარი
ბაქრაძე: სტოლტენბერგის ვიზიტი საქართველოსადმი ნატოს მხარდაჭერის დადასტურებაა

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფოს მინისტრის დავით ბაქრაძის განცხადებით, ნატო-ს გენერალური მდივნის საქართველოში ვიზიტი იმ მხარდაჭერის დადასტურებაა, რომელიც საქართველოს ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის მხრიდან გააჩნია, - ამის შესახებ ბაქრაძემ ჟურნალისტებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განუცხადა, სადაც ამ წუთებში ნატო-ს გენერალურ მდივანსა და ჩრდილო ატლანტიკური საბჭოს წევრებს ელოდებიან.

ბაქრაძის განმარტებით, ნატო საქართველოს კომისიის სხდომაზე პირველ რიგში ის კონკრეტული შედეგები განიხილება, რომელიც საქართველომ ვარშავის სამიტზე მიიღო.

„ასევე  თავდაცვის სისტემების გაძლიერებეის ის მექანიზმები განიხილება, რომლებიც ვარშავის სამიტზე შეთანხმდა და კომუნიკაციების მექანიზმები. მეორე, ეს არის საქართველოს ნატოსკენ მისწრაფება, რომელსაც ვახორციელებთ. საქართველოს გააჩნია ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი იმისათვის, რომ მოემზადოს ნატოს წევრობისთვის და ვიმსჯელებთ ამ ინსტრუმენტების შესრულების მიმდინარეობაზე. ნატოს გენერალურ მდივანს გავაცნობთ საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებს, წინასაარჩევნო გარემოს. ნატო,  საქართველოში მიმდინარე მოვლენების თაობაზე, მეტად ინფორმირმირებული იქნება“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics