21:09 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-31 12:21:30, 797 ნახვა

სამხედრო
ქართული მხარე სამხედროების ძებნის ოპერაციას აგრძელებს

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შავ ზღვაში წვრთნის დროს დაკარგული სამხედრო მოსამსახურეების ძებნის ოპერაცია საბოლოოდ არ ჩერებულა.

როგორც "ქსპრესნიუსს" თავდაცვის უწყების პრესსამსახურში განუცხადეს, ძებნის ოპერაციის შეჩერების გადაწყვეტილება თურქეთის სამხედრო საზღვაო ძალების ხომალდის ეკიპაჟმა მიიღო, თუმცა ქართული მხარე ძებნას კვლავ აგრძელებს.

შეგახსენებთ, 650-ტონიანი თურქული ხომალდი, 41-კაციანი ეკიპაჟით და ბოლო თაობის სპეციალური ტექნიკური აღჭურვილობით ძებნა-გადარჩენის ოპერაციაში 20 აგვისტოს, თურქულ მხარესთან თავდაცვის მინისტრის მოლაპარაკების შემდეგ ჩაერთო.

16 აგვისტოს გონიოს ყოფილი სასროლეთის ტერიტორიაზე, შავ ზღვაში მიმდინარე წვრთნის დროს, ორი სამხედრო მოსამსახურე კაპრალი იაგო შარაძე და I კლასის რიგითი გიორგი ნანეტაშვილი დაიკარგნენ.

გამოძიებას მთავარი პროკურატურა აწარმოებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics