20:07 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-10 11:47:33, 554 ნახვა

საზოგადოება
„ლიდერთა სახლის“ მოსწავლე დავით ბიბილეიშვილი „ბაზისბანკის“ რჩეული გახდა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ახალგაზრდული პროგრამის „ლიდერთა სახლის“ მოსწავლე დავით ბიბილეიშვილი „ბაზისბანკის“ რჩეული გახდა.

როგორც "ექსპრესნიუსს" სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრიდან" აცნობეს,  „ბაზისბანკის“ საზოგადეობასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელი თამარ ხადური დანაშაულის პრევენციის ცენტრს ესტუმრა და კომპანიის რჩეულს პლანშეტი საჩუქრად გადასცა.

თამარ ხადურის განაცხადებით, განათლების ხელშეწყობა და ახალ თაობაში სამოქალაქო-იურიდიული ცნობიერების ამაღლება კომპანიისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებებია. „დავით ბიბილეიშვილმა მონაწილეობა მიიღო ოლიმპიადაში სახელწოდებით - „არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენცია“, რომელიც „ბაზისბანკის“ ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა. ოლიმპიადაში გამარჯვებულების გარდა, კომპანიამ საკუთარი რჩეულიც დაასახელა და მას საჩუქრად პლანშეტი გადავეცით. „ბაზისბანკი“ ექვს წელზე მეტია განაგრძობს განათლებაზე და ზოგადად, უკეთესი მომავალი თაობის ჩამოყალიბებაზე ორიენტირებული პროექტების მხარდაჭერას“, აღნიშნა თამარ ხადურმა.

 როგორც ცნობილია, 2014 წლის 28 დეკემბერს, სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ მიერ გამართულ ოლიმპიადაში გიგა ინაძემ, ლევან კერესელიძემ და ნანა კორბესაშვილმა გაიმარჯვეს. მათ„ბაზისბანკისგან“ საჩუქრად პლანშეტები ერგოთ. კომპანიის რჩეული დავით ბიბილეიშვილი თბილისის 202-ე  საჯარო სკოლის მოსწავლეა. ის აქტიურად მონაწილეობს დანაშაულის პრევენციის ცენტრის ახალგაზრდულ პროგრამებში. იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრის ერთ-ერთი მიმართულებაა ახალგაზრდული აქტივობების ორგანიზება, რომლებიც მოხალისეობის განვითარებას, იურიდიული და სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, თავისუფალი დროის ეფექტურად გატარებასა და დანაშაულის პრევენციას ითვალისწინებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics