02:24 - 29 May, 2026
|
2016-08-26 19:26:46, 1969 ნახვა
მსოფლიო
პუტინმა და ერდოღანმა სატელეფონო საუბრისას სირიის საკითხი განიხილეს
რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტებმა სატელეფონო საუბრისას სირიაში შექმნილი ვითარება განიხილეს. როგორც კრემლის პრესსამსახური იტყობინება, საუბარი თურქული მხარის ინიციატივით შედგა. ვლადიმერ პუტინმა და რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში ერთობლივი ძალისხმევის შესაძლებლობაზე ისაუბრეს. ამას გარდა, მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. “განხილულ იქნა პოლიტიკურ და სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროებში რუსულ-თურქული თანამშრომლობის სამომავლო განვითარების საკითხები 9 აგვისტოს სანქტ-პეტერბურგში ლიდერების შეხვედრაზე მიღწეული შეთანხმებების ფონზე”, - ნათქვამია კრემლის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)