02:14 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-24 16:02:33, 1985 ნახვა

მსოფლიო
საფრანგეთი ახალი სასწავლო წლიდან სკოლების დაცვას გააძლიერებს

საფრანგეთის ხელისუფლება ტერორისტული საფრთხის ფონზე ახალი სასწავლო წლის დაწყებისთვის სკოლების დაცვას გააძლიერებს, - ამის შესახებ საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ბერნარ კაზნევმა ელისეს სასახლეში გამართული უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.

როგორც კაზნევმა აღნიშნა, სექტემბრიდან საფრანგეთის მთელ ტერიტორიაზე სკოლების მახლობლად მობილური პატრულ იმოქმედებს. სასწავლო დაწესებულებების უსაფრთხოებას დამატებით 3000-ზე მეტი რეზერვისტი უზრუნველყოფს.

საფრანგეთში ბოლო პერიოდში განხორციელებული თავდასხმების შემდეგ ხელისუფლებამ ტერორიზიმის წინააღმდეგ ბრძოლა ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად დაასახელა.

შეგახსენებთ, რომ ნიცაში მომხდარ ტერაქტს 86 ადამიანი ემსხვერპლა, რის შემდეგ პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა საფრანგეთში საგანგებო მდგომარეობა კიდევ 6 თვით გამოაცხადა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics