01:51 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-17 21:47:40, 1781 ნახვა

მსოფლიო
ბან კი მუნს სურს გაეროს მეცხრე გენერალური მდივანი ქალი გახდეს

გაეროს გენერალურ მდივანს, ბან კი მუნს სურს გაეროს მეცხრე გენერალური მდივანი ქალი გახდეს. 

მისი განცხადებით, გაეროს არსებობის 71-წლიან ისტორიაში არასდროს ჰყოლია ქალი ლიდერი და ამიტომ სურს მისი შემცვლელი ქალი იყოს, თუმცა, მისივე განცხადებით, ეს მხოლოდ მისი სურვილია და გადაწყვეტილება ორგანიზაციის წევრმა ქვეყნებმა უნდა მიიღონ.

ცნობისთვის, გაერო-ს გენერალური მდივანი მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონიდან, როტაციის პრინციპით შეირჩევა. გაერო-ს გენერალური მდივნის პოსტი უკვე ეკავათ აზიის, აფრიკის, ლათინური ამერიკისა და დასავლეთ ევროპის ქვეყნების წარმომადგენლებს. ახლანდელი კანდიდატები ლათინური ამერიკიდან, დასავლეთ ევროპიდან, ავსტრალიიდან და ასევე აღმოსავლეთ ევროპიდან იქნებიან.

ბან კი მუნს გენერალური მდივნობის ვადა მიმდინარე წლის 31 დეკემბერს ეწურება. ახალი მდივნის ვინაობა კი ამ შემოდგომაზე გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, გენერალური მდივნის პოსტზე სულ 11 კანდიდატია წარდგენილი, მათ შორის - 5 ქალი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics