01:27 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-25 12:18:16, 1802 ნახვა

მსოფლიო
ბაღდადში თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა - გარდაცვლილია 14 ადამიანი

ბაღდადში თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა, რის შედეგადაც 14 ადამიანი გარდაიცვალა, - ამის შესახებ Reuters იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, გარდაცვლილთა შორის არის ქალები და ბავშვები. აფეთქება ავტობუსის გაჩერებაზე მოხდა.

სამართალდამცველების ცნობით, ტერაქტზე პასუხისმგებლობა "ისლამურ სახელმწიფოს" ჯერ არ აუღა, თუმცა ბოლო პერიოდის განმავლობაში, თავდასხმებს ყველაზე ხშირად სწორედ აღნიშნული დაჯგუფება ახორციელებდა.

როგორც Reuters წერს, გარდაცვლილთა რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს, რადგან დაშავებულების მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, თუმცა მათი კონკრეტული რაოდენობა უცნობია.

პრემიერ-მინისტრის ჰაიდერ ალ-აბადის განცხადებით, ქვეყანაში უსაფრთხოების ზომები მას შემდეგ გაიზარდა, რაც ამ თვეში "ისლამური სახელწმიფოს" მიერ მოწყობილ ტერაქტს 292 ადამიანი ემსხვერპლა.

ცნობისთვის, 2003 წლიდან ეს ყველაზე მასშტაბური ტერაქტი იყო ბაღდადში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics