|
2016-07-21 16:11:26, 1611 ნახვა
მსოფლიო
Anadolu: თურქეთში საქართველოს 5 მოქალაქეს პოლიციელის მკვლელობაში ედებათ ბრალი
თურქეთში საქართველოს ხუთი მოქალაქე დააკავეს, მათ პოლიციელის მკვლელობაში ედებათ ბრალი, - ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. მედია საშუალების ინფორმაციით, მოკლული 45 წლის ჩეთინ შაჰინია. ინციდენტი თურქეთის ქალაქ მარმარისში მოხდა. როგორც ადგილობრივი მედია წერს, დილის 06:00 საათზე უცნობი პირები სამართალდამცველის კუთვნილი ავტომობილის გატაცებას ცდილობდნენ, რა დროსაც ჩეთინ შაჰინმა მათთვის წინააღმდეგობის გაწევა სცადა. მედიის ცნობით, სამართალდამცველს ცივი იარაღით სამი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. პოლიციელი საავადმყოფოში მიყვანისას გარდაიცვალა. წინასწარი ინფორმაციით, დაკავებული ქართველები სხვა დანაშაულების ჩადენაშიც არიან ეჭვმიტანილები. როგორც "ექსპრესნიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქართვველოს კონსული შემთხვევის ადგილზე მიემგზავრება. მათივე ინფორმაციით, საქართველოს საკონსულოში გავრცელდა ინფორმაცია, რომ 5 მოქალაქეა დაკავებული და მათ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ დანაშაულსი ედებათ ბრალი. უწყების ცნობით, დაკავებულების დაკითხვა მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)