|
2015-03-05 14:14:44, 502 ნახვა
პოლიტიკა
ნოდარ ხადური: რეკომენდაციით გამოვდივართ, არ შევიძინოთ რბილი ავეჯი, შევამციროთ მივლინებები და საწვავის, შენობების რემონტის ხარჯი
საქართველოს ფინანსთა მინსიტრ ნოდარ ხადურის განცხადებით, მთავრობის განკარგულების პროექტის თანახმად, სამინისტროებმა, უწყებებმა და საჯარო საამრთლის იურიდიულმა პირებმა მიმდინარე ხარჯების შემცირების შესახებ ინფორმაცია ფინანსთა სამინისტროში არაუგვიანეს 16 მარტისა უნდა წარადგინონ. "სავალუტო ფონდი გვირჩევს, რომ წლიური ინფლაცია ნაცვლად მიზნობრივი 5-სა იყოს 3%. ჩვენ ამაზე ვმუშაობთ. ვმუშაობთ ეროვნულ ბანკთან, რათა ზუსტი პროგნოზი გვქონდეს.რაც შესაძლებელია იმისათვის, რათა გადავთვალოთ ბიუჯეტი. თუმცა უნდა ვთქვათ, რომ ნებისმეირ შემთხვევაში შემცირება არ შეეხება ინფრასტრუქტურულ პროექტებს და არ შეეხება სოციალურ ხარჯებს. გვაქვს წარმოდგენილი მთავრობის განკარგულების პროექტი, რომელიც ავალებს სამინისტროებს, უწყებებს ასევე საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, რომლებიც მთავრობის და არა სამინისტროების კონტროლის ქვეშ არიან, რომ წარმოადგინონ ფინანსთა სამინისტროში არაუგვიანეს 16 მარტისა ინფორმაცია მიმდინარე ხარჯების ემცირების შესახებ",-განაცხადა ნოდარ ხადურმა. ამასთან, ხადურის განმარტებით, ფინანსთა სამინისტრო რეკომენდაციით გამოდის, რომ მიმდინარე წლის განმავლობაში ადმინისტრაციული შენობების რემონტის ხარჯი მინიმუმამდე დაიყვანონ, არ შეიძინონ რბილი ავეჯი, შეზღუდონ სატრანსპორტო საშუალებების შეძენა, მინიმუმადე დაიყვანონ მივლინებები და სასწავლო შვებულებები მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში გამოიყენონ. ფინანსთა მინისტრის განცხადებით, ანალოგიური სურთ იმ საბიუჯეტო ორგანიზაციებსაც სთხოვონ, რომლებიც მთავრობის კონტროლ ქვეშ არ არიან. "ჩვენ რეკომენდაციით შემოვდივართ, რომ მიმდინარე წლის განმავლობაში მინიმუმამდე დავიყვანოთ ადმინისტრაციული შენობების რემონტის ხარჯი, არ შევიძინოთ რბილი ავეჯი, მაქსიმალურად შევზღუდოთ ახალი სატრანსპორტო საშუალებების შეძენა გარდა სპეციალურად დანიშნული სატრანსპორტო საშუალებებისა.ადაახლოებით 30%-ით შევამციროთ საწვავის ხარჯი.ეს არ შეეხება ოპერატიულ მანქანებს. ამავე დროს გთავაზობთ, მინიმუმამდე იყოს დაყვანილი მივლინებები.20%-ით შემცირდეს ე.წ. წარმომადგენლობითი ხარჯი და ამავე დროს სასწავლო შვებულებები გამოვიყენოთ მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში და სასურველია თუ მიმწვევი მხარის მიერ იქნება თუნდაც 80% ანაზღაურებული.ანალოგიური გვინდა ვთხოვოთ იმ საბიუჯეტო ორგანიზაციებს, რომლებიც არ არის მთავრობის კონტროლ ქვეშ. ეს არის საქართველოს აპრლამენტი, სასამართლო, ასევე მუნიციპალიტეტებს, მათ შორის დედაქალაქის მერიას და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებს, რომ ანალოგიური შეზღუდვები გამოიყენონ მათაც.მაქსიმუმ 23 მარტამდე იქნას წარმოდგენილი საბოლოო ინფორმაცია, რათა პირველი კვარტლის დასრულებისთანავე როცა გვექნება უფრო მეტი ინფორმაცია, როგორც შემოსავლების, ისე ხარჯვის თვალსაზრისით, დავიწყოთ რეალური მუშაობა მიმდინარე წლის ბიუჯეტის გადახედვის მიმართულებით",-განაცხადა ნოდარ ხადურმა.
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)