18:46 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-16 13:54:12, 1016 ნახვა

რეგიონი
აჭარის მთავრობის ახალმა ხელმძღვანელმა ბათუმის ბულვარი დაათვალიერა

დღეს დილით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ახალმა ხელმძღვანელმა ბათუმის ბულვარი დაათვალიერა.

აჭარის მთავრობის ადმინსიტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ზურაბ პატარაძე ზღვის სანაპიროზე მოსეირნე ბათუმელებს და დამსვენებლებს შეხვდა და გაესაუბრა.

"დილით გამოვედით ქალაქ ბათუმის ბულვარში. შევხვდით ხალხს, ძველ ნაცნობებს, თანაქალაქელებს, მოვისმინეთ მათი აზრი, ვის რა აწუხებს, რა საკითხებია დღის წესრიგში, რა არის გასაკეთებელი. ჩვენ გავითვალისწინებთ მათ აზრს. ყველა წუხს და ყველას უნდა, რომ ბათუმის ბულვარს ჰქონდეს თავისი ტრადიციული იერსახე, თავისი პეწი და თავისი კოლორიტი, რომელიც ლამაზ ქალაქს ამშვენებს და ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისათვის, რომ არ დაკარგოს თავისი სახე. ამაზე ჩვენ ჩვენ ხალხთან ერთად ვიზრუნებთ. ჩემთვის მთავარი იყო დღეს გამეგო მათი აზრი ინფრასტრუქტურულ საკითხებთან დაკავშირებითაც, თუ რა არის მოსაგვარებელი ბულვარში", - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics