19:52 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-04 23:29:02, 576 ნახვა

საზოგადოება
"ექსპრესნიუსი" ირაკლი გედენიძეზე თავდასხმის სწრაფ და ეფექტურ გამოძიებას ითხოვს

ახალი ამბების სააგენტო "ექსპრესნიუსი" ფოტორეპორტიორ ირაკლი გედენიძეზე განხორციელებული ვანდალური თავდასხმის, დროულ და ეფექტურ გამოძიებას ითხოვს.

" "ექსპრესნიუსი" გმობს მედიის წარმომადგენლებზე თავდასმხას, ამასთან მოუწოდებს სამართალდამცველებს, მოხდეს სწრაფი და ეფექტური გამოძიება ირაკლი გედენიძის თავდამსხმელის პასუხისგებაში მისაცემად. ამასთან სააგენტო, თხოვს პოლიტიკური პარტიების ლიდერებს, რომელთა აქტივისტებიც ფოტორეპორტიორს თავს დაესხა, გაემიჯნონ პროცესს და საჯარო ბოდიში მოიხადონ. 

განცხადებას უერთდება ინტერნეტგამოეცმა "არგუმენტი" (www.argumenti.ge) 

დღეს  არასაპარლამენტო ოპოზიციის მიერ დაგეგმილი აქციის "შემოულაწუნე" კიდევ ერთ-ერთი მონაწილე, პარტია "რეფორმატორების" ლიდერის, ირაკლი ღლონტის თქმით კი, ის მომხდარი ინციდენტის საქმის კურსშია, თუმცა დეტალებზე ინფორმაციას არ ფლობს. იგი მიმართავს შსს-ს, გაარკვიოს, მომხდარი ხომ არ არის სპეცსამსახურების მიერ პროვოცირებული ქმედება და დამნაშავე დაისაჯოს. "ინტერპრესნიუსის" ფოტოკორესპონდენტის, ირაკლი გედენიძის ცემის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცემას გულისხმობს. გედენიძე, რომელსაც აქციის "შემოულაწუნე" მონაწილეებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და კამერა დაუმტვრიეს, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics