00:39 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-15 19:36:01, 1762 ნახვა

მსოფლიო
ბოლო მონაცემებით, ნიცაში მომხდარი თავდასხმის შედეგად სულ 188 ადამიანი დაშავდა

საფრანგეთის ქალაქ ნიცაში მომხდარი თავდასხმის შედეგად სულ 188 ადამიანი დაშავდა, - ამის შესახებ ფრანგული მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება. 

ნიცაში მყოფმა საფრანგეთის პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ 50 დაშავებული სიცოცხლისა და სიკვდილის ზღვარზე იმყოფება.

მედიის ინფორმაციით, 48 ადამიანი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში რჩება.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, ნიცაში, სადაც მოსახლეობა ბასტილიის აღების დღეს აღნიშნავდა, ხალხში სატვირთო ავტომობილი შევარდა.

ინციდენტის შედეგად 84 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის 10 ბავშვია. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics