|
2016-07-14 14:56:39, 951 ნახვა
რეგიონი
იოჰანეს ჰანი ოთარ დანელიასთან ერთად ვროკავშირის დაფინანსებით გახსნილ კოოპერატივებს დაათვალიერებს
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია მთავრობის წევრებთან ერთად ბათუმში რიგით მე-13 საერთაშორისო კონფერენციას "საქართველოს ევროპული გზა - სტაბილურობა, განვითარება, მრავალფეროვნება" ესწრება. კონფერენცია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, დავით ბაქრაძემ და გლობსეკის პოლიტიკის ინსიტიტუტის (GLOBSEC Policy Institute) საპატიო თავმჯდომარემ, რასტისლავ კაჩერმა გახსნეს. კონფერენციის მონაწილეეებს სიტყვით მიმართეს ევროპული სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, კონფერენციის დასრულების შემდეგ, ევროკომისარი იოჰანეს ჰანი, მინისტრ ოთარ დანელიასთან, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრთან, დავით ბაქრაძესთან, საქართველოში ევროკავშირის ელჩთან, იანოშ ჰერმანთან და საქართველოში გაეროს მუდმივ კოორდინატორთან, ნილს სკოტთან ერთად აჭარის რეგიონში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტების ფარგლებში გახსნილ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს დაათვალიერებს. მე-13 საერთაშორისო კონფერენცია „საქართველოს ევროპული გზა - სტაბილურობა, განვითარება, მრავალფეროვნება“ ბათუმში, 14-15 ივლისს იმართება. კონფერენცია ევროპულ საკითხებზე მსჯელობის მნიშვნელოვან პლატფორმას წარმოადგენს. ყოველწლიური კონფერენცია საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, კერძო, სამოქალაქო და აკადემიური სექტორის, ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ასევე მედიის წარმომადგენლებს მასპინძლობს.
(NS)
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)