20:40 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-04 13:47:08, 488 ნახვა

პოლიტიკა
ხადური: დღესაც დევს ბიუჯეტში ფული, სასამართლო აღსრულების გადაწყვეტილებების ფონდში

„დღესაც დევს ბიუჯეტში ფული, სასამართლო აღსრულების გადაწყვეტილებების ფონდში“,-
ასე  უპასუხმა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა კითხვას თუ როგორ აპირებს სახელმწიფო  ჩამორთმეული ქონებების დაბრუნებას.
მისი თქმით, სახელმწიფოს იმ ქონების დიდი ნაწილი, რომელზეც  შესაძლოა პრეტენზია ყოფილიყო პრივატიზაცია  შეწყვეტილი აქვს.
„ქონების დიდი ნაწილი გაუსხვისებელია. ეკონომიკის სამინისტროს შეწყვეტილი ჰქონდა ამ ქონებების პრივატიზაცია, ჩვენ დაველოდებით გამოძიებების დასრულებას და სასამართლოს გადაწყვეტილებას.  დღესაც დევს ბიუჯეტში ფული სასამართლოს აღსრულების გადაწყვეტილებების ფონდში, იმისდა მიუხედავად თუ რა თანხაზე იქნება საუბარი  გადახდის ალტერნატივა შეიძლება შევთავაზოთ“,-განაცხადა ხადურმა.
ცნობისთვის, საქართველოს მთავარი პროკურორის გიორგი ბადაშვილის განცხადებით, ჩამორთმეულ ქონებებთან დაკავშირებით, 700-დე საჩივარია შესული.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics