00:17 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-11 11:19:34, 1483 ნახვა

მსოფლიო
„ევრო 2016“-ის ფინალის შემდეგ, პოლიციასა და ფეხბურთის გულშემატკივრებს შორის შეტაკება მოხდა

პარიზში „ევრო 2016“-ის ფინალური მატჩის შემდეგ, პოლიციასა და ფეხბურთის გულშემატკივრებს შორის შეტაკება მოხდა, - ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა არეულობის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს.

პარიზის ცენტრში, ასევე სტად-დე-ფრანსთან, სადაც მატჩი გაიმართა, არეულობის დროს სამართალდამცველებმა 40-მდე ადამიანი დააკავეს.

არეულობა მას შემდეგ დაიწყო,რაც პოლიციამ გულშემატკივართა ნაწილი ეიფელის კოშკთან მდებარე ფან-ზონაში არ შეუშვა. როგორც სამართალდამცველებმა განმარტეს, აღნიშნულ ტერიტორიაზე გულშემატკივართა მაქსიმალური რაოდენობა - 90 ათასი უკვე იმყოფებოდა.

შეგახსენებთ, რომ 2016 წლის ევროპის ფეხბურთის ჩემპიონატის გამარჯვებული პორტუგალიის ნაკრები გახდა. პორტუგალიელებმა ფინალურ მატჩში საფრანგეთი დაამარცხეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics