|
2015-03-04 13:24:58, 760 ნახვა
სამართალი
ბადაშვილი: ჩამორთმეულ ქონებებთან დაკავშირებით, 700-მდე საჩივარია შემოსული
ჩამორთმეულ ქონებებზე შემოსული საჩივრების რაოდენობა 700-მდეა და ამ საქმეების გამოძიება პარალელურ რეჟიმში მოხდება, - ამის შესახებ მთავარმა პროკურორმა გიორგი ბადაშვილმა სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის პრეზენტაციის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ბადაშვილმა აღნიშნა, დეპარტამენტი იმ საჯარო მოხელეთა და მათთან გათანაბრებულ პირთა საქმეებს გამოიძიებს, რომლებზეც არსებულ განცხადებებში გარკვეული პრეტენზიები არსებობს. „ეს მნიშვნელოვანი დეპარტამენტია თითოეული ჩვენთაგანისთვის. ეს დეპარტამენტი ორიენიტრებული იქნება 2012 წლის 1 ოქტომბრიდან 2015 წლის 1 იანვრამდე შემოსულ განცხადებებზე. ეს დეპარტამენტი იმ საჯარო მოხელეთა და მათთან გათანაბრებულ პირთა საქმეებს გამოიძიებს, რომელზეც არსებულ განცხადებებში გარკვეული პრეტენზიები არსებობს. შევეცადეთ გაგვეთვალისწინებინა საზოგადოების მაღალი ინტერესი და ამ დეპარტამენტში დავასაქმეთ ისეთი პირები, რომლებზეც სამართალდამცავებს არანაირი პრეტენზია არ აქვთ. ეს მათ მიმართ ნდობას გაზრდის“, - განაცხადა ბადაშვილმა. მისივე ინფორმაციით, პროკურატურაში 52 000-ზე მეტი საჩივარია შესული. „შემოსული განცხადებების დიდი ნაწილი შესწავლილია. სულ შემოსულია 52 000-ზე მეტი განცხადება. ეს განცხადებები შესწავლილია და დახარისხებულია. რაც შეეხება ქონების ჩამორთმევის საკითხებს, სულ 700-მდე საჩივარია შემოსული. ამ საქმეების გამოძიება იმ რესურსების გათვალისწინებით დაიწყება, რაც დეპარტამენტს გააჩნია. შემოსული განცხადებების გამოძიება პარალელურ რეჟიმში, ვგულისხმობ, მაგალითად ქონების ჩამორთმევის საქმეებს, რომელიც 700-მდეა, პარალელურ რეჟიმში მოხდება. გეტყვით, რომ ყველა საქმის გამოძიებას შესაბამისი პერიოდი სჭირდება“, -განაცხადა გიორგი ბადაშვილმა.
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)