|
2016-06-24 14:46:15, 824 ნახვა
სამხედრო
ეროვნული გვარდიის უფროსი ვიზიტით უკრაინაში იმყოფებოდა
საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიის უფროსი, ბრიგადის გენერალი ლევან გამყრელიძე ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში იმყოფებოდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინელ კოლეგასთან, გენერალ-ლეიტენანტ იური ალეროვთან შეხვედრაზე საუბარი მიმდინარე თანამშრომლობასა და სამომავლო პერსპექტივებს შეეხო. უწყების ინფორმაციით, მხარეები სამხედრო მოსამსახურეების წვრთნების საკითხში ურთიერთგამოცდილების გაზიარებაზე შეთანხმდნენ. უკრაინელმა გენერალმა ქართველ კოლეგას მის უწყებაში მიმდინარე რეფორმებიც გააცნო. ეროვნული გვარდიის უფროსთან ერთად უკრაინაში იმყოფებოდნენ ასევე, მისი მოადგილე, პოლკოვნიკი ანზორ გოგუაძე და საქართველოს სამხედრო ატაშე უკრაინაში, პოლკოვნიკი ზურაბ ფოჩხუა. უკრაინის შემდეგ ეროვნული გვარდიის დელეგაცია ტალინშიც გამეგზავრა, სადაც ესტონეთის გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ აღლუმსა და სხვა ღონისძიებებს დაესწრო.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)