|
2016-06-23 12:14:05, 3664 ნახვა
კულტურა
„სამეფო ნაციონალური ბალეტი“ ახალი საკონცერტო პროგრამის პრემიერას წარმოადგენს
დღეს, 20 საათზე, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში, სამეფო ნაციონალური ბალეტი წარმოადგენს ახალი საკონცერტო პროგრამის პრემიერას, რომელიც იმართება თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით. თბილისის მერიის ინფორმაციით, ახალი წარმოდგენა სახელწოდებით „მსოფლიოს გარშემო“ აერთიანებს ქართულ და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის საცეკვაო მინიატურებს, იგი გადმოცემულია ქართული ტემპერამენტით და ახლებური ხედვით. მათივე ცნობით, ამ ტიპის საცეკვაო წარმოდგენა არის პირველი პრეცედენტი ქართულ ქორეოგრაფიულ სივრცეში, რომელშიც გაერთიანებულია მთელი მსოფლიოს კულტურა ერთ კონცერტში. პროგრამაშია 4 ქართული ახალი საცეკვაო ნომერი. წარმოდგენა, რომელშიც მონაწილეობენ „სამეფო ნაციონალური ბალეტი“-ს პროფესიონალი მსახიობი-მოცეკვავეები, გაფორმებულია შთამბეჭდავი დეკორაციებით, ორიგინალური მუსიკითა და წამყვანი დიზაინერების მიერ შექმნილი კოსტიუმებით. მისი დადგმისას მოწვეული იყო რამდენიმე ქვეყნის წამყვანი სპეციალისტი, რომელთა კულტურაც ასახულია სცენაზე. წაროდგენას დიდი გამოხმაურება მოყვა საერთაშორისო პრესაში: „ეს არის რადიკალურად განსხვავებული ქორეოგრაფიული კულტურა, განსხვავებული ხაზი საცეკვაო პლასტიკის, განსხვავებული ემოცია და გრაციოზულობა, რომელსაც სამეფო ნაციონალური ბალეტი-ს ქართველი მოცეკვავეები ქმნიან სცენაზე“. ესე იწყებს სტატიას იტალიური ჟურნალი („Tutto Danza” იტალია) - ჩვენ გვინახავს მრავალი ქართული კოლექტივი საფრანგეთში, მაგრამ „სამეფო ნაციონალური ბალეტი „ საქართველოდან?! მათი ცეკვა უნიკალური მოვლენაა, რომელიც თქვენ ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ნახოთ. (Le Figaro, საფრანგეთი) ცნობისთვის, დასის სამხატვრო ხელმძღვანელი და დამდგმელი ბალეტმეისტერი არის საქართველოს 2000 წლის საუკეთესო მოცეკვავე, ღირსების ორდენის კავალერი, საქართველოს ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, გელა ფოცხიშვილი. დასის საპატიო ბალეტმეისტერი არის საქართველოს საზოგადო მოღვაწე, საქართველოს ღირსების ორდენის კავალერი, საქართველოს ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს ხელოვნების ამაგდარი, საქართველოს ქორეოგრაფიის ბრწყინვალების ორდენის კავალერი გელოდი ფოცხიშვილი.
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
ლავროვი საქართველოსა და მოლდოვიდან რუსული ჯარების გაყვანაზე კალასის განცხადებაზე: იდიოტურ განცხადებებს არ განვიხილავ
კალასი: ევროკავშირის უსაფრთხოების ინტერესებში საქართველოდან რუსული ჯარების გაყვანაც შედის
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)