|
2016-06-21 17:01:20, 865 ნახვა
სამხედრო
თინა ხიდაშელი ამერიკულ სამხედრო ავიამზიდზე „ჰარი ტრუმანი“ გამართულ მიღებას დაესწრო
საბერძნეთში, სოუდას ყურეში, კუნძულ კრეტასთან ამერიკულ სამხედრო ავიამზიდზე „ჰარი ტრუმანი“ მაღალი რანგის სტუმრებისთვის სპეციალური მიღება გაიმართა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აშშ-ის საზღვაო ძალების ავიამზიდზე მოწყობილ ღონისძიებებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და მისი მოადგილე ნიკოლოზ აგლაძე დაესწრნენ. მიღებაზე იმყოფებოდნენ ასევე, საქართველოში აშშ-ის სამხედრო ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი უილიამ ჯ. კონერი, ბულგარეთის თავდაცვის მინისტრი, შტაბის უფროსი, მალტას შინაგან საქმეთა და ეროვნული უსაფრთხოების მინისტრი და სხვა ოფიციალური პირები. სტუმრებმა ავიამზიდის საგემბანო ავიაცია და მასზე განთავსებული ტექნიკა დაათვალიერეს, გაეცნენ სამხედრო ხომალდის მუშაობის პრინციპს და სპეციალურად მათთვის მოწყობილ ავიაშოუსაც დაესწრნენ. ღონისძიებების დასასრულს „ჰარი ტრუმანის“ წარმომადგენელმა ქართველ სტუმრებს პარტნიორობისა და თანამშრომლობისთვის სამახსოვრო საჩუქარი გადასცა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)