|
2016-06-20 11:34:20, 838 ნახვა
სამხედრო
გარდაცვლილი სამხედროების შვილებს „ციცინათელამ“ უმასპინძლა
გასართობმა პარკმა "ციცინათელამ" მეათე საიუბილეო სეზონის გახსნაზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში, საერთაშორისო მისიებსა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების შვილებს და ოჯახის წევრებს III ქვეითი ბრიგადის ჯარისკაცებთან ერთად უმასპინძლა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეკვეთილში მდებარე პარკში რამდენიმე ახალი ატრაქციონი წლევანდელ სეზონზე, პირველად, სწორედ, გმირების შვილებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის ამოქმედდა. უწყების ცნობით, გასართობმა ცენტრმა სტუმრებს ანიმატორებთან ერთად საინტერესო შოუც შესთავაზა. პატარა სტუმრებს კომპანია "ბარამბოს" მიერ მომზადებული სპეციალური საჩუქრები თავდაცვის მინისტრის მრჩეველმა მაია ქავთარაძემ და სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის წარმომადგენელმა შალვა თევდორაძემ გადასცეს. პარკ "ციცინათელაში" ღონისძიების დასრულების შემდეგ გმირების შვილებს და ოჯახის წევრებს III ქვეით ბრიგადაში ვახშმით გაუმასპინძლდნენ. ღონისძიება საქართველოს ერთიანობისთვის, სამშვიდობო მისიებსა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული ჯარისკაცების ოჯახების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გაიმართა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)