|
2016-06-14 17:06:59, 3834 ნახვა
კულტურა
სოფელ იყალთოში ქვევრის სკოლა-სახელოსნოს მშენებლობა მიმდინარეობს
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი სოფელ იყალთოში, იყალთოს მონასტერთან ახლოს, ქვევრის სკოლა-სახელოსნოს აშენებს. რეგიონული განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით მიმდინარეობს და მისი მიზანია საქართველოში ქვევრის დამზადების ტრადიციული მეთოდების აღდგენა-შენარჩუნება და სოფელ იყალთოს ისტორიულ-კულტურული, ტურისტულ-რეკრეაციული და საგანმანათლებლო ფუნქციების განვითარება. უწყების ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში აშენდა სამსართულიანი ადმინისტრაციული შენობა და ერთსართულიანი საწარმო - ქვევრის დასამზადებელი საამქრო შენობა. სკოლა-სახელოსნოში, ასევე, განთავსადება მუზეუმი, სადაც უძველესი თიხის ჭურჭელი გამოიფინება. მოეწყობა ბიბლიოთეკა და ინტერნეტ-კაფე. ტურისტებს საშუალება ექნებათ, ისწავლონ და თავად დაამზადონ თიხის ჭურჭელი. პროექტით გათვალისწინებულია: წყალსადენი სისტემის, კანალიზაციის, სანიაღვრე სისტემის, ელექტროგაყვანილობის, გათბობისა და გაგრილების, ვენტილაციის და გაზმომარაგების სისტემების დამონტაჟება. გარდა ამისა, დაგეგმილია ტერიტორიის კეთილმოწყობა. მშენებლობის დასრულების შემდეგ ქვევრის სახლში ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდება, რაც ხელს შეუწყობს რეგიონში სოციალურ-ეკონომიური სიტუაციის გამუმჯობესებას. გარდა ამისა, მშენებლობის პროცესში 70-ზე მეტი ადამიანი დასაქმდება. პროექტის განხორციელების შედეგად კახეთის მოსახლეობა და რეგიონში ჩასული ტურისტები გაუმჯობესებულ პირობებში გაეცნობიან ქართულ ძირძველ ტრადიციებსა და გამართული ინფრასტრუქტურით ისარგებლებენ. სკოლა-სახელოსნოში ახალ თაობას შესაძლებლობა ექნება, შეისწავლოს ქვევრის დამზადების ხელობა, რაც ხელს შეუწყობს უძველესი ტრადიციების შენაჩუნებას. პროექტის განხორციელებას განსაკუთრებულ მნიშვნელობას სძენს ის ფაქტი, რომ ქვევრის ღვინის დაყენების უძველეს მეთოდს იუნესკოს მიერ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული. ქვევრის სახლის მშენებლობის დასრულება 2016 წლის შემოდგომაზე იგეგმება.
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)