23:19 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-10 19:46:21, 1362 ნახვა

მსოფლიო
ISIS-ის ტერორისტებმა 19 იეზიდი გოგონა ცოცხლად დაწვეს

"ISIS-ის ტერორისტებმა 19 იეზიდი გოგონა ცოცხლად დაწვეს" - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "AhlulBayt" ავრცელებს.

AhlulBayt News Agency-ს ცნობით, მსხვერპლი გოგონები, რომლებიც ტერორისტებმა სექსუალური მონობის მიზნით შეიპყრეს, ერაყის ქალაქ მოსულში, რკინის გალიაში გამოკეტეს და ასობით ადამიანის წინაშე ცოცხლად დაწვეს.

„ისინი მას შემდეგ დასაჯეს, რაც მათ ტერორისტებთან სექსუალურ კავშირზე უარი თქვეს“, — იუწყება ადგილობრივი ჟურნალისტი აბდულა ალ-მალა.

ერთ-ერთი თვითმხილველის განცხადებით, გოგონების დახმარება იგივე სასჯელის შიშით ვერავინ გაბედა.

„19 გოგონა ცოცხლად დაწვეს, რასაც ასობით ადამიანი უყურებდა, თუმცა მათი დახმარება იგივე სასჯელის შიშით ვერავინ გაბედა“, - აღნიშნავს მოსულელი თვითმხილველი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
ევროკავშირმა სანქციები დააწესა ოთხი ორგანიზაციისა და სამი ისრაელელი „ექსტრემისტი მკვიდრის“ წინააღმდეგ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics