|
2016-06-10 17:00:32, 859 ნახვა
სამხედრო
EOD ასეულის სამხედრო მოსამსახურეებს მორიგი სწავლება უტარდებათ
საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო საინჟინრო ბრიგადის EOD ასეულის სამხედრო მოსამსახურეებისთვის „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ სატრასტო ფონდის პროექტ „საქართველო IV“-ის ფარგლებში მორიგი სწავლება მიმდინარეობს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კურსი, რომელსაც ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები ატარებენ, დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალების განადგურების მეთოდების დაუფლებას ისახავს მიზნად და მასში EOD ასეულის 10 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს. დღეს საჩვენებელი სწავლება ვაზიანის სასროლეთზე გაიმართა. სამკვირიანი სწავლებიდან პირველი კვირა თეორიულ სწავლებას დაეთმო, მომდევნო ორი კვირის განმავლობაში კი ტრენინგში ჩართული სამხედრო მოსამსახურეებისთვის პრაქტიკული მეცადინეობებია გათვალისწინებული. პრაქტიკული სწავლების ნაწილი ინსტრუქტორების მხრიდან მითითებების მიღებას, შემდეგ კი მიღებული ცოდნის პრაქტიკაში განხორციელებას გულისხმობს. სწავლება 30 მაისს დაიწყო და 17 ივნისს დასრულდება. ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები საქართველოში ტრენინგს პირველად ატარებენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)