17:07 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-08 13:17:10, 4631 ნახვა

კულტურა
Kavkaz Jazz Festival 2016 იწყება

დღეს, 19:30 საათზე, კონსერვატორიის დიდ დარბაზში, რიგით მეშვიდე Kavkaz Jazz ფესტივალი გაიხსნება.

კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ რეზო კიკნაძე, თურქი კომპოზიტორისა და ჯაზ-პიანისტის თულუღ თირფანის კვარტეტი, სპეციალურ სტუმრებთან მაიკლ ტრეისისთან (აშშ) და კრეიგ ვაგნერთან (აშშ) ერთად.

ფესტივალი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით, პროექტის „Check in Georgia" ფარგლებში 8-11 ივნისს, თბილისსა და ახალციხეში გაიმართება. ქართველ მუსიკოსებთან ერთად, ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ შემსრულებლები აშშ-დან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან, ირანიდან და სომხეთიდან. კონცერტები და ჯემ-სეიშენები თბილისის სხვადასხვა სცენაზე ჩატარდება.









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics