|
2016-06-02 12:18:41, 833 ნახვა
სამხედრო
სერჟანტთა ათეულის მეთაურის ძირითადი სასწავლო კურსი დაიწყო
გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრში სერჟანტთა ათეულის მეთაურის ძირითადი სასწავლო კურსი დაიწყო. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 97 მსმენელი გადამზადებას 13 კვირის განმავლობაში გაივლის. ძირითადი ათეულის მეთაურის სასწავლო კურსს სამხედრო მოსამსახურეები სამ ფაზად გაივლიან. სწავლების პირველი ნაწილი სამხედროების ფიზიკურ-ფსიქოლოგიური მდგომარეობის გამოვლენას ითვალისწინებს. კურსის მეორე ნაწილი მეცადინეობის მეთოდურად სწორად ჩატარებას დაეთმობა, რაც საცეცხლე, სამწყობრო და ფიზიკურ გადამზადებას გულისხმობს. სწავლების დასკვნით ფაზაში კურსანტები სამეთაურო მომზადებას და პირადი შემადგენლობის მართვას ისწავლიან. „გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრის ძირითადი სასწავლო კურსის დამთავრების შემდეგ კურსდამთავრებულ მსმენელს შეეძლება მეცადინეობის მეთოდურად სწორად ჩატარება, ათეულის მართვა, დასახული ამოცანის პირად შემადგენლობამდე გასაგებად და ზუსტად მიყვანა, ამ ამოცანის ზუსტად და ეფექტურად შესრულება, ასევე შეეძლება მშვიდობიანობის და ომიანობის დროს წარმოქმნილი სიტუაციების გაანალიზებით სწორი და ეფექტური გადაწყვეტილების მიღება. ძირითადი სასწავლო კურსის მიზანია შეიარაღებულ ძალებს მოუმზადოს ღირსეული კადრები მსუბუქი ქვეითი ათეულის მეთაურების სახით, რომლებიც შეძლებენ პირადი შემადგენლობის ქვედანაყოფის ამოცანაზე ორიენტირებულ მართვას“, - განაცხადა ძირითადი სასწავლო კურსის უფროსმა, მაიორმა აზო ჯღამაძემ. მსმენელთა მომზადება დაბა კოჯორში, სერჟანტთა მომზადების ბაზაზე მიმდინარეობს. კურსის დასრულების შემდეგ სწავლების მონაწილეებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცემათ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)