|
2015-02-26 13:38:52, 870 ნახვა
საზოგადოება
საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელები პარლამენტს მოუწოდებენ, ხოჯალის ტრაგედია გენოციდად აღიაროს
აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთიანი ყარაბახის რეგიონში მდებარე ქალაქ ხოჯალის ტრაგედიიდან 23 წელი გავიდა. ამ დღესთან დაკავშირებით, საქართველოში მცხოვრებმა აზერბაიჯანელებმა თბილისში მდებარე პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი აქცია გამართეს. მათ უდანაშაულო ხალხის წინააღმდეგ ტერორი, ძალადობა და სეპარატიზმი დაგმეს. როგორც "საქართველოს აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის თავმჯდომარე'' ალი ბაბაევმა ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და მოძმე აზერბაიჯანელი ხალხის უფლებები დაცული უნდა იყოს. "დღეს 23 წელი შეუსრულდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთიანი ყარაბახის რეგიონში მდებარე ქალაქ ხოჯალის ტრაგედიას. ქალაქი სომხურმა შეიარაღებულმა ძალებმა ყოფილი საბჭოთა კავშირის პოლკის მხარდაჭერით დაიპყრეს. ჩვენ, საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელები, მოვუწოდებთ როგორც საქართველოს პარლამენტს, ასევე მსოფლიოში ცნობილ ადამიანის უფლებების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებს, დამთავრდეს ძალადობა, სეპარატიზმი და ტერორი ხალხის წინააღმდეგ, უდანაშაულო ბავშვების, ქალებისა და მოხუცების წინააღმდეგ. ესაა ჩვენი შეკრების მთავარი მიზეზი. ჩვენ მშვიდობიანი აქცია მოვაწყვეთ. პირველად პარლამენტის წინ შევიკრიბეთ, მიმართვა პარლამენტს უნდა მივცეთ. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა უნდა იყოს დაცული, ასევე მოძმე აზერბაიჯანელი ხალხის უფლებები უნდა იყოს დაცული",-განაცხადა ალი ბაბაევმა. მისივე განმარტებით, საქართველოს პარლამენტს მოუწოდებენ, შეისწავლოს ხოჯალის ტრაგედია და გენოციდად აღიაროს ის. თავის მხრივ, ბაბაევის თქმით, მიმართავენ აზერბაიჯანის პარლამენტსაც, რომ შეისწავლოს და აღიაროს ქართველი ხალხის გენოცდი აფხაზეთსა და სამაჩაბლოში. "ჩვენ წერილობით მივამრთავთ პარლამენტს როგორც აზერბაიჯანული მოძმე, სტრატეგიული, მეგობრული ქვეყანა. ერთი და იგივე სცენარია დაწერილი როგორც აზერბაიჯანისთვის, ისე საქართველოსთვის . ტერიტორიიის 20% იქ არის დაკარგული, 20% აქ არის. შეისწავლონ ხოჯალის ტრაგედია და აღიარონ. ასევე მოვუწოდებთ ჩვენ აზერბაიჯანის პარლამენტს, რომ შეისწავლოს და აღიაროს ქართველი ხალხის გენოციდი აფხაზეთში და სამაჩაბლოში",-აღნიშნა ალი ბაბაევმა. აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობიდან მსვლელობით სომხეთის საელჩოსთან გადაინაცვლეს. "სომხეთის საელჩოსთან იქნება პატარა აქცია, სადაც გავაკეთებთ მიმართვას, რომ თუ ჩვენ გვინდა კავკასიაში მშვიდობა, უნდა მოხდეს ყარაბახის, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს საკითხის მშვიდობიანი გზით მოგვარება",-განმარტა ალი ბაბაევმა. აქციის მონაწილეებს გამოტანილი ჰქონდათ პლაკატები წარწერით: "საქართველოსა და აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა იქნას უზრუნველყოფილი", "ხოჯალის გენოციდი", ხოლო ეცვათ თეთრი მაისურები წარწერით: "Justice For Khojaly"
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)