|
2016-05-14 16:45:03, 843 ნახვა
სამხედრო
ვაზიანის პოლიგონზე „ღირსეული პარტნიორი 2016“-ის ფარგლებში, ტანკსაწინააღმდეგო საველე სწავლება გაიმართა
ვაზიანის პოლიგონზე ქართულ-ამერიკული სწავლების „ღირსეული პარტნიორი 2016“-ის ფარგლებში ტანკსაწინააღმდეგო საველე სწავლება გაიმართა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სწავლების ფარგლებში ქართველმა და ამერიკელმა სამხედრო მოსამსახურეებმა ტანკსაწინააღმდეგო სისტემებიდან - AT-4 და SPG-9 საბრძოლო სროლები განახორციელეს. საბრძოლო სროლების შემდეგ სწავლების მონაწილეებისთვის თეორიული მეცადინეობა გაიმართა. ქართველი სამხედრო მოსამსახურეები ამერიკული ტანკსაწინააღმდეგო სისტემის შესაძლებლობებს გაეცნენ, ამერიკელმა სამხედროებმა კი საქართველოს შეიარაღებული ძალების ტანკსაწინააღმდეგო სისტემის შესახებ მიიღეს ინფორმაცია. ქართველი ჯარისკაცები ასევე გაეცნენ სწავლებაში მონაწილე ამერიკული ჯავშანტექნიკის საბრძოლო შესაძლებლობებს. ქართველმა სამხედროებმა ვაზიანის აეროდრომზე მთავარი საბრძოლო ტანკის M1A2 „აბრამსის“ და ქვეითთა საბრძოლო მანქანა „M2 ბრედლის“ ტექნიკურ-ტაქტიკური მახასიათებლები შეისწავლეს. ქართულ-ამერიკული სწავლება 11 მაისს გაიხსნა. „ღირსეული პარტნიორი 2016“ საქართველოში წელს მეორედ ტარდება და ქართული ასეულის ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში (NRF) მონაწილეობისთვის მზადყოფნის ამაღლებასა და თანამშრომლობის გაღრმავებას, სტაბილურობის, თავდაცვა/შეტევით ოპერაციებში უნარ–ჩვევების გაუმჯობესებას, ასევე აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების ურთიერთთავსებადობის გაძლიერებას ისახავს მიზნად. სწავლების სცენარი სტაბილურობის, შეტევა/თავდაცვის ოპერაციებს ემყარება. ქართულ-ამერიკული სწავლებაში 1300 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს - მათ შორის 500 ქართველი, აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის 650 და 150 ბრიტანელი.
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)