22:12 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-09 15:05:07, 1237 ნახვა

მსოფლიო
პაკისტანში ცნობილი ჟურნალისტი და უფლებადამცველი ტერორისტებმა მოკლეს

პაკისტანის ქალაქ კარაჩიში ცნობილი პაკისტანელი ჟურნალისტი და უფლებადამცველი ხურამ ზაკი მოკლეს, - ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

მედიის ინფორმაციით, ზაკის უცნობმა პირებმა ცეცხლი მაშინ გაუხსნეს, როდესაც ის მეგობრებთან ერთად რესტორანში სადილობდა. წინასწარი ინფროპმაციით, 2 პირია დაშაბვებული, ჟურნალისტის მეგობარი და გამვლელი. თავდამსხმელები ადგილიდან მოტოციკლებით მიიმალნენ.

ცნობისთვის, ხურამ ზაკი იყო ინტერნეტ-გამოცემის Let Us Build Pakistan-ის რედაქტორი. აღსანიშნავია, რომ გამოცემა კონფესიათაშორის შუღლს გმობდა და დემოკრატიული ღირებულებების პროპაგანდას ეწეოდა.

მკვლელობაზე პასუხისმგებლობა მოძრაობა “თალიბანთან” დაკავშირებულმა დაჯგუფებამ აიღო. მიზეზად დაჯგუფების წევრები ზაკის მიერ ისლამაბადის წითელი მეჩეთის ერთ-ერთი ღვთისმსახურის, აბდულ აზიზის წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიას ასახელებენ.

მედიის ინფორმაციით, ზაკიმ სხვა პაკისტანელ უფლებადამცველებთან ერთად აზიზის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ისინი ღვთისმსახურს შიიტური უმცირესობის წინააღმდეგ ძალადობისკენ მოწოდებებში ადანაშაულებდნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics