21:43 - 28 May, 2026
|
2016-04-16 14:12:20, 1170 ნახვა
მსოფლიო
იაპონიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 30-ს აღწევს
იაპონიის კუნძულ კიუსუზე, გუშინ მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 30-ს აღწევს, - ამის შესახებ kyodo იუწყება. 7,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას მთელი ღამის განმავლობაში ბიძგები მოჰყვა. სეისმოლოგები ახალ მიწისქვეშა ბიძგებს არ გამორიცხავენ. ღამის განმავლობაში სეისმოლოგებმა სულ 230 ბიძგი დააფიქსირეს. მიწისძვრის შედეგად შენობები ჩამოინგრა და ნანგრევებში ადამიანები არიან მოყოლილი. ადგილობრივი ხელისუფლება ხანძრების, ელექტროენერგიის გათიშვების და ხიდების ჩამონგრევის შესახებ იუწყება. მსხვილი წყალსაცავების გარშემო მაცხოვრებლები დამბების ჩამონგრევის საშიშროების გამო ევაკუირებული არიან. ძლიერ მიწისძვრას ასევე მეწყერები მოჰყვა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)