21:32 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-15 16:49:52, 1285 ნახვა

მსოფლიო
დუბაიში ქართველი ქალის ცხედარი იპოვეს

დუბაის სასამართლოს შენობასთან, შიშველი ქალის ცხედარი იპოვეს, - ამის შესახემ Gulf News იუწყება.

როგორც მედია საშუალება სამართალდამცველებზე დაყრდნობით იუწყება, შემთხვევა კრიმინალური სახისაა. გარდაცვლილი ქალის ცხედარი ავტობუსის მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვეს.

სამართალდამცველების ინფორმაციით, მკვლელობამდე ქალი გააუპატიურეს. ის ეთნიკურად ქართველია.

დუბაის მთავარი პროკურორის განცხადებით, დანაშაულებრივ ქმედებაში ერთზე მეტი პირია ეჭვმიტანილი.

მომხდარის შესახებ პოლიციას დაღუპულის მეგობარმა გოგომ აცნობა. მედიის ინფორმაციით, მან აცნობა სამართალდამცველებს, რომ მისი მეგობარი ჯერ სასტიკად სცემეს, შემდეგ კი გააუპატიურეს და მოკლეს. დაღუპულის მეგობარი ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იყო.

დუბაის პროკურატურაში აცხადებენ, რომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის შედეგებს ელოდებიან.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაწყებულია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics