21:22 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-12 22:26:12, 1144 ნახვა

მსოფლიო
სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პოსტზე: ეს არ არის ჩემი ადგილი

"ეს არ არის ჩემი ადგილი" -  ასე შეაფასა გადაცემა "არჩევანში" ოდესის გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა მისთვის შეთავაზებული თანამდებობა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პოსტზე.

სააკაშვილის თქმით, მას სურს იმუშაოს იქ, სადაც საქმე ხალხისთვის კეთდება.

"პრეზიდენტის შემდეგ ეს მეორე თანამდებობა იყო. ამ თანამდებობაზე მყოფი პირი მართავს ათობით მილიარდობით თანხას. მილიარდერობა რომ მდომოდა ასე კი არ ვიქნებოდი. ეს არ არის ჩემი ადგილი. მე მინდა, ვიმუშაო იქ, სადაც საქმე კეთდება ხალხისთვის. პრეზიდენტს შეუძლია მილიარდების გაკეთება, მაგრამ არ შეუძლია ისეთი რეფორმების გატარება, როგორც მე ვისურვებდი," - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

სააკაშვილმა დავით საყვარელიძის მოხსნაზეც ისაუბრა და თქვა, რომ ის უკრაინაში მეგაპოპულარობით სარგებლობს და მისი მოხსნა კაპიტულაციას შეადარა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics