21:22 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-09 19:07:47, 1196 ნახვა

მსოფლიო
ალიევი: არავის მივცემთ უფლებას, რომ აზერბაიჯანულ მიწაზე მეორე სომხური სახელმწიფო ჩამოყალიბდეს

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის განცხადებით, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირებისთვის პირველ რიგში სომხურმა ჯარმა ოკუპირებული ტერიტორიები უნდა დატოვოს.

როგორც ალიევმა აღნიშნა, რეგიონში მშვიდობა მას შემდეგ დაისადგურებს, რაც აზერბაიჯანის მოქალაქეები თავიანთ მიწაზე დაბრუნდებიან.

„აზერბაიჯანი თავის ტერიტორიებს იცავს. ჩვენ სხვის მიწებს არ ვითხოვთ, მაგრამ არც ჩვენსას დავთმობთ. არავის არ მივცემთ, იმის უფლებას, რომ აზერბაიჯანულ მიწაზე მეორე სომხური სახელმწიფო ჩამოყალიბდეს. ბევრჯერ ვთქვით, რომ კონფლიქტი პოლიტიკური და მშვიდობიანი გზით უნდა მოგვარდეს. ეს პოზიცია უცვლელია. იმედს ვიტოვებთ, რომ ეს ასეც მოხდება“, - განაცხადა ალიევმა.

შეგახსენებთ, რომ მთიან ყარაბაღში ვითარება 2 აპრილს დაიძაბა. წინასწარი ინფორმაციით, საბრძოლო მოქმედებებს 33 სამხედრო პირი ემსხვერპლა. ადგილობრივი მედია საშუალებები დღეს კიდევ 10 ჯარისკაცის გარდაცვალების შესახებ იტყობინებიან. მათივე ცნობით, მხარეებმა ერთმანეთს დაღუპულთა ცხედრები გადასცეს. გარდაცვლილების იდენტიფიცირება და აღრიცხვა ამ დრომდე მიმდინარეობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics