|
2016-04-09 16:19:27, 1414 ნახვა
მსოფლიო
ალიევი: აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის სამმხრივი ფორმატი რეგიონული უსაფრთხოებისთვის აუცილებელია
აზერბაიჯანი-ირანი-რუსეთის, ისევე როგორც აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის სამმხრივი ფორმატი რეგიონული უსაფრთხოებისთვის აუცილებელია, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა. როგორც „რია ნოვოსტი“ იტყობინება, განცხადება პრეზიდენტმა მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე გააკეთა. გასულ კვირას მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ვითარება დაიძაბა და შეიარაღებული დაპირისპირება განახლდა. თუმცა, მოგვიანებით მხარეებმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწიეს. მიუხედავად ამისა, აზერბაიჯანის და მთიანი ყარაბაღის ე.წ. მთავრობა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. აღსანისნავია, რომ თავად რუსეთი რეგიონში ვითარების გამწვავებაში თურქეთის ფაქტორს ხედავს. ტელეკომპანია „Russia 1“-სთვის მიცემულ ინტერვიუში დიმიტრი მედვედევმა აღნიშნა, რომ ანკარა, მხარეების დამშვიდების ნაცვლად, ცეცხლზე ნავთს ასხამს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)