|
2016-04-07 13:46:58, 1261 ნახვა
მსოფლიო
სირიაში "ისლამურმა სახელმწიფომ" ქარხნის 250 თანამშრომელი გაიტაცა
250 ადამიანი დაკარგულად ითვლება, მას შემდეგ რაც ქალაქ დუმეირში "ისლამური სახელმწიფო" ცემენტის ქარხანას დაესხა, - ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული ტელეარხი BFM ავრცელებს. როგორც მედია საშუალება იტყობინება, ქალაქ დუმეირში, დამასკოდან 35 კილომეტრში, მდებარე ცემენტის ქარხანას "ისლამური სახელმწიფოს" ბოევიკები დაესხნენ. მედიის ინფორმაციით, დაკარგულია 250 ადამიანი. "ჩვენ ქარხნის 250 თანამშრომელთან კავშირი ორშაბათს, თავდასხმის დროს დავკარგეთ. ამ დრომდე ჩვენთვის უცნობია, თუ სად და რა მდგომარეობაში იმყოფებიან თანამშრომლები", - განაცხადა ქარხნის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა. აღნიშნულ ფაქტს, სირიაში სამეთვალყურეო საბჭოს ადამიანის უფლებათა წარმომადგენელიც გამოეხმაურა. მისი თქმით, "ისლამური სახელმწიფოს" ბოევიკებმა ქარხნის ათობით თანამშრომელი გაიტაცეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)