|
2016-04-04 17:17:23, 1182 ნახვა
მსოფლიო
სარგსიანი: სომხეთი მზადაა, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების მიზნით ორმხრივ დათმობებზე წავიდეს
სომხეთი მზადაა, ორმხრივ დათმობებზე წავიდეს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების მიზნით, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია სომხეთის პრეზიდენტზე სერჟ სარგსიანზე დაყრდნობით ავრცელებს. მისივე თქმით, ორმხრივ დათმობაზე საუბარი მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, როდესაც „კონფლიქტის წარმოშობის მიზეზი დადგინდება. „სომხურ მხარეს არასოდეს უთქვამს უარი ლოგიკურ ორმხრივ დათმობებზე, რისი მიზანიც კონფლიქტის მოგვარება იქნებოდა. ეს ძალიან კარგად იციან ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა და აქ მსხდომებმა“, - განაცხადა სომხეთის პრეზიდენტმა ეუთო-ს ქვეყნების ელჩებთან შეხვედრისას. როგორც სარგსიანმა აღნიშნა, ე.წ. მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა მორიგი კოლონიზაციის საფრთხისგან გათავისუფლდება. მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში კონფლიქტის ესკალაცია შაბათს ღამე დაიწყო. დაპირისპირებაში სამხედრო ტექნიკაა ჩართული. მხარეები ბრძოლების განახლებაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)